პირადი მონაცემების პოლიტიკა

წინამდებარე პოლიტიკა განმარტავს UBill.ge საიტის მიერ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენების წესს. პირადი ინფორმაცია მოგვეწოდება ჩვენი ვებ გვერდით სარგებლობისას.

რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენს შესახებ?

პირად ინფორმაციას ვაგროვებთ რეგისტრაციისას ან ჩვენი ვებ გვერდით სარგებლობისას.

ინფორმაციას ვაგროვებთ მომხმარებელთა გამოკითხვაში თქვენი მონაწილეობის დროსაც. ჩვენი ვებ გვერდის მოხმარების შესახებ ინფორმაცია შეიძლება შევაგროვოთ "cookie" ფაილების გამოყენებით.

Cookie ფაილებისა და თრექინგის პოლიტიკა

ჩვენ, UBill-ში პატივს ვცემთ თქვენს კონფიდენციალურობას და ვალდებულნი ვართ დავიცვათ თქვენი უფლება პერსონალური მონაცემების კანონიერი დამუშავებისა და დაცვის კუთხით. ჩვენი Cookie ფაილების და თრექინგის პოლიტიკა გთავაზობთ მკაფიო განმარტებას იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენება Cookie ფაილები და სხვა თრექინგ ტექნოლოგიები ჩვენს ვებ-გვერდებზე, პროდუქტებსა და მომსახურებაში.

რა არის COOKIE ფაილები

Cookie არის პატარა ფაილი, რომელიც გადმოიწერება და ინახება თქვენს მოწყობილობაზე, როდესაც თქვენ სტუმრობთ რომელიმე ვებგვერდს. მასში მოცემულია ინფორმაცია კონკრეტული ვიზიტორის და ვებ-გვერდის შესახებ. Cookie ფაილები გამოიყენება ბევრ ვებგვერდზე და შეიძლება გამოყენებულ იქნას მთელი რიგი მიზნებისათვის, მაგალითად, თქვენი პრეფერენციების დასამახსოვრებლად, ონლაინ შოფინგის განსახორციელებლად და ვებგვერდის სტატისტიკის საწარმოებლად.

როგორ ვიყენებთ COOKIE ფაილებს

ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ვიყენებთ Cookie ფაილებს ან ანალოგიურ ტექნოლოგიებს ტენდენციების ანალიზისათვის, ვებგვერდის ადმინისტრირებისათვის, ვებ-გვერდზე მომხმარებელთა ტრაფიკის კონტროლისა და ზოგადად მომხმარებელთა შესახებ დემოგრაფიული ინფორმაციის შეგროვების მიზნით. Cookie ფაილები არის ვებ-ბრაუზერისთვის ვებ-გვერდის მიერ გაგზავნილი ინფორმაცია. ბრაუზერი აღნიშნულ ინფორმაციას ინახავს თქვენს მოწყობილობაში. Cookie ფაილები საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მოახდინონ ნავიგაცია ვებგვერდზე და (სადაც შესაძლებელია) საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ვებგვერდის თუ მისი კონტენტის პერსონალიზება მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით და გავაუმჯობესოთ მომხმარებლების ქმედებების შედეგები. თუ Cookie ფაილების ფუნქცია არ არის გააქტიურებული, ჩვენ ვერ შევძლებთ უზრუნველვყოთ ვებ-გვერდის სათანადო ფორმით ფუნქციონირება და ოპერირება. ჩვენს მიერ გამოყენებული Cookies ფაილები, არ ინახავს მონაცემებს, რითიც შესაძლებელია თქვენი პირდაპირი ფორმით იდენტიფიცირება. მოგროვებული მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული შემთხვევებისა. ასევე არ ხდება პერსონალური მონაცემების გაზიარება, რამაც შესაძლოა მოახდინოს თქვენი იდენტიფიცირება. ჩვენ ვიყენებთ cookie ფაილებს ჩვენს ვებგვერდებზე შემდეგი სახით:

ჩვენს ვებგვერდზე ვიყენებთ ორი სახის cookie ფაილებს:

cookie ფაილების კონტროლი და წაშლა

ჩვენ არ ვიყენებთ "cookie" ფაილებს მომხმარებლების შესახებ პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით. თუმცა, გარკვეული დამუშავებული ინფორმაცია შეიძლება იყოს პირადი მონაცემები. თუ გსურთ შეზღუდოთ "cookie" ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს ვებგვერდზე ან სხვა ვებგვერდებზე, ამის განხორციელება შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. მაგალითად, შეგიძლიათ დაბლოკოთ ყველა "cookie" ფაილი, მიიღოთ მხოლოდ ერთი მხარის "cookie" ფაილები, ან წაშალოთ ყველა "cookie" ფაილი თქვენს ბრაუზერში. ამ შესაძლებლობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ბრაუზერის ფუნქციას "დახმარება". თქვენი მობილური მოწყობილობის ბრაუზერიდან "cookie" ფაილების წაშლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ მოწყობილობების მომხმარებლის სახელმძღვანელო. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი სერვისი არ იფუნქციონირებს თუ დაბლოკავთ ან წაშლით "cookie" ფაილებს.

თრექინგი

სხვა ვებ-გვერდების მსგავსად, ჩვენც ავტომატურად ვაგროვებთ გარკვეულ ინფორმაციას. ჩვენ ვაგროვებთ ამ ინფორმაციას ტენდენციების ანალიზისა და ვებ-გვერდების, პროდუქციისა და მომსახურების ადმინისტრირების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვანხორციელებთ იმ ვებ-გვერდების თრექინგს (თვალყურის დევნება), რომლებსაც ჩვენი მომხმარებლები ეცნობიან კონკრეტული ვებგვერდის ფარგლებში, ჩვენ არ ვახდენთ პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას თქვენს ონლაინ საქმიანობასთან დაკავშირებით და მესამე მხარის ვებგვერდებზე ან ონლაინ სერვისებზე. შესაბამისად, ჩვენ არ ვამუშავებთ ან არ ვემორჩილებით ნებისმიერ ვებ ბრაუზერის სიგნალს"არ მოახდინოთ თრექინგი" ან სხვა მექანიზმებს, რომლებიც მომხმარებელს საშუალებას აძლევენ აირჩიონ სურთ თუ არა გამოიყენონ შესაძლებლობა მოგროვდეს ინფორმაცია თქვენი ონლაინ საქმიანობის შესახებ და მესამე მხარის ვებგვერდებზე, როდესაც თქვენ იყენებთ ჩვენს ვებგვერდს. გარდა ამისა, ჩვენ წინასწარ განზრახვით არ მიგვიცია უფლება მესამე მხარისათვის მოაგვროვონ პერსონალური ინფორმაცია თქვენი ონლაინ საქმიანობის და სხვადასხვა ვებგვერდების შესახებ, როდესაც იყენებთ ჩვენს საიტებს. ჩვენ ვთანამშრომლობთ მესამე მხარესთან ჩვენს ვებსაიტზე რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით ან სხვა საიტებზე რეკლამის მართვის მიზნით. ჩვენს მესამე მხარის პარტნიორს შეუძლია გამოიყენოს "cookie" ფაილები ან მსგავსი ტექნოლოგიები, რათა მოგაწოდოთ რეკლამა თქვენს ბრაუზერში განხორციელებულ საქმიანობაზე და ინტერესებზე დაყრდნობით. თუ თქვენ გსურთ მიიღოთ თქვენს ინტერესებზე დაფუძნებული რეკლამა, დააწკაპუნეთ აქ, ან თუ ბინადრობთ ევროკავშირში დააწკაპუნეთ აქ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ ასევე მიიღებთ გენერიულ რეკლამებს (მაგ. რეკლამა, რომელიც არ არის მორგებული თქვენს ინტერესებსა და ქცევებზე).


ბოლო განახლების თარიღი 01 ოქტომბერი, 2020 წელი.

UP